|
2022-05-05 16:45:24, 1987 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსი ოკუპანტების მიერ ლუგანსკის ოლქის დაბომბვას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქი: სევეროდონეცკი, პოპასნა, გორსკოე და ლისიჩანსკი დაბომბეს, რასაც 5 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშNულის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი Telegram-ით ავრცელებს. გაიდაის თქმით, მსხვერპლისა და ნგრევის რაოდენობის საბოლოო მონაცემები ჯერ კიდევ არ დადგენილა. „რუსებმა რეგიოში 24 დამანგრეველი თავდასხმა განახორციელეს. ამ დროისთვის ნაპოვნია და იდენტიფიცირებულია ხუთი დაღუპულის ცხედარი. ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან პოპასნასა და რამდენიმე რეგიონში სახლები ჯერ კიდევ ერთმანეთის მიყოლებით იწვის. ამგვარად, სულ მცირე რვა სახლი განადგურდა“,- აღნიშნა გაიდაიმ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)