|
2022-05-04 15:19:57, 1857 ნახვა
ომი უკრაინაში
დიმიტრი პესკოვი 9 მაისს რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას სისულელეს უწოდებს
ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა 9 მაისს რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „სისულელე" უწოდა. პესკოვის თქმით,დასავლურ გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების მოსმენა არ ღირს. კრემლის წარმომადგენელმა უკრაინასთან მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და პროცესს არათანმიმდევრული უწოდა. "არა, თქვენ არ უნდა [მოუსმინოთ ასეთ პუბლიკაციებს]. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ეს სისულელეა ისინი ყოველდღიურად ცვლიან თავიანთ პოზიციას. როგორ შეიძლება შევაფასოთ მომლაპარაკებელთა არათანმიმდევრული პოზიცია? მხოლოდ ნეგატიურად. ეს არ იწვევს ნდობას, რომ ეს მოლაპარაკება შეიძლება როგორმე ეფექტურად დასრულდეს", - განაცხადა პრესმდივანმა. გასულ კვირას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია LBC-ის ეთერში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი , სავარაუდოდ,რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას 9 მაისს აპირებს. მოგვიანებით მსგავსი ინფორმაცია ბრიტანულმა გაზეთმა Daily Mail-მა და ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა გაავრცელეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)