|
2022-05-04 13:05:17, 1486 ნახვა
ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი მაკრონს - დასავლეთმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყვიტოს
ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა ერთ თვიანი პაუზის შემდეგ სატელეფონო საუბარი გამართეს. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლეთს შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება, უკრაინის მმართველ ვოლოდიმირ ზელენსკიზე მეტი ზეწოლით და იარაღის მიწოდების შეწყვეტით. ემანუელ მაკრონის პრესსამსახურის ცნობით, საფრანგეთის ლიდერმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ”მე მოვუწოდე რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო პასუხისმგებლობა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა, რათა ბოლო მოეღოს ამ დამანგრეველ თავდასხმას,” - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. კრემლი აცხადებს, რომ რუსული მხარე კვლავ ღიაა დიალოგისთვის. შეგახსენებთ , რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა ფართოდ შეიარაღეს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. სამშაბათს დიდმა ბრიტანეთმა 300 მილიონი ფუნტის (376 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის შესახებ განაცხადა, მათ შორის არის ელექტრონული საომარი აღჭურვილობა, სარადარო სისტემა, GPS ჩამკეტები და ღამის ხედვის მოწყობილობები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)