|
2022-05-04 10:30:13, 1464 ნახვა
ომი უკრაინაში
ალექსეი დანილოვი: ეს ომი უკრაინაზე არ შეჩერდება - მოემზადეთ ძმებო ყაზახებო და ძმებო მოლდოველებო
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში მაისში არ დასრულდება. დანილოვმა ISLND TV- სთვის მიცემულ ინტერვიუში ასევე დასძინა, რომ ომის დასრულება უკრაინელ სამხედროებსა და პარტნიორ ქვეყნებზეა დამოკიდებული, თუმცა მიიჩნევს, რომ საომარი მოქმედედბები მათ საზღვრებს გასცდება. "თუ ჩვენ ვისაუბრებთ ომის ცხელ ფაზაზე, მაშინ მე არ ვარ ოპტიმისტი, რომ ის მაისში დასრულდება. ეს იქნება ხანგრძლივი ომი და ის კვლავ გაგრძელდება ჩვენს ტერიტორიაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი უკრაინაზე არ შეჩერდება. კიდევ ბევრი რამ იქნება. ლავროვმა წინა დღეს თქვა, რომ ყაზახები და მოლდოველები ძმები არიან. მოემზადეთ ძმებო ყაზახებო და ძმებო მოლდოველებო“, - განაცხადა დანილოვმა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)