|
2022-05-03 16:29:32, 2557 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის რამდენიმე ქალაქი დაბომბეს, დაიღუპა 9 ადამიანი, 2 დაიჭრა,- ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პავლო კირილენკო Telegram-ით ავრცელებს. მისი თქმით, ავდეევკას დაბომბვის შედეგები ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ მინიმუმ 3 დაღუპული და 2 დაჭრილი, 8 დაზიანებული სახლი. „რუსული ავიაცია დილიდან ბომბავს ავდეევკას - ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი თავდასხმის ქვეშაა. წუხელ ურწმუნოებმა გრადები იმავე მიმართულებით გამოიყენეს,“- აღნიშნა კირილენკომ. ამასთან ერთად, უგლედარის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, რომლებიც სასმელ წყალზე მიდიოდნენ.ლიმანის დაბომბვას კიდევ 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ადმინისტრაციის ცნობით, მსხვერპლთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია კერ კიდევ ზუსტდება. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)