|
2022-05-03 16:01:20, 1539 ნახვა
ომი უკრაინაში
„არ შეგვიძლია იგივე შეცდომის გამეორება, რაც 2014 წელს დავუშვით“ - ჯონსონმა უკრაინულ რადას მიმართა და სამხედრო დახმარებას დაჰპირდა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის რადას დისტანციურად მიმართა და ქვეყანას ახალ სამხედრო დახმარებას დაჰპირდა. პრემიერ-მინისტრმა გამოსვლისას უკრაინისთვის ახალი იარაღის, საარტილერიო რადარებისა და დაცვის საშუალებების გადაცემაზე ისაუბრა. მისი თქმით, დასავლეთმა შეცდომა 2014 წელს დაუშვა, როდესაც არ დაეხმარა უკრაინას და რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. „ჩვენ, რომლებიც თქვენი მეგობრები ვართ, თავმდაბლები უნდა ვიყოთ იმაზე, რაც მოხდა 2014 წელს. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ძალიან ნელა გავიაზრეთ, რა ხდებოდა სინამდვილეში და ჩვენ ერთობლივად ვერ მოვახერხეთ სანქციების დაწესება, რომელიც მაშინ უნდა დაგვეყენებინა ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. ჩვენ არ შეგვიძლია იგივე შეცდომის გამეორება",- განაცხადა ბორის ჯონსონმა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ვირტუალური გამოსვლა რადაში ერთგვარი პასუხია პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მიმართ, რომელმაც მარტში თემთა პალატაში ისტორიული სიტყვა წარმოთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)