|
2022-05-03 13:35:42, 1063 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანის სამუშაოები დასრულდა
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყლის მიმდებარედ „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანის სამუშაოები წარმატებით დასრულდა. „საქართველოს ბანკის“ მიერ პროექტის მხარდასაჭერად 28 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო. სოფელ მუხურიდან 1.2 კმ-ის დაშორებით განთავსებული ჰესის სიმძლავრე 46.7 მეგავატს უტოლდება. პროექტი 6,658 მეტრის სიგრძის გვირაბს და სხვა ინფრასტრუქტურას აერთიანებს. პროექტს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ ახორციელებს. „ხობი 2 ჰესის“ პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. მისი ჯამური ღირებულება 83 მლნ. აშშ დოლარია. ჰესის წლიური გამომუშავება 195 გვტ/სთ-ს შეადგენს.ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სახელმწიფო ენერგოსისტემაში ჩართვა 19 კმ. სიგრძის 220 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით მოხდება. „მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დაგვეჭირა ქვეყნისთვის მსგავსი მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაში. ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც გარემოსდაცვითი პრინციპებით ფუნქციონირებენ, ფუნდამენტურ როლს თამაშობენ ქვეყნის მდგრად განვითარებაში. მოხარული ვართ, რომ 2 წლიანი სამუშაოების შემდეგ, წარმატებით დასრულდა „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანის სამუშაოები. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში, დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას და არამარტო, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას ითვალისწინებს“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნიკოლოზ ბახტაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)