|
2022-05-03 12:24:04, 1534 ნახვა
ომი უკრაინაში
რომის პაპი - უკრაინაში ომის დაწყებიდან 20 დღის შემდეგ პუტინს შეხვედრა ვთხოვე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია
რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტაზე სასაუბროდ შეხვედრა სთხოვა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. პაპმა იტალიურ გაზეთ Corriere Della Sera-თან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილს ესაუბრა, რომელმაც ომს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. „ომის დაწყებიდან, დაახლოებით სამი კვირის შემდეგ ვატიკანის უმაღლეს დიპლომატს ვთხოვე პუტინისთვის მესიჯი გაეგზავნა, რომ მოსკოვში ვიზიტის სურვილი მქონდა. რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო კრემლის ლიდერთან საუბრის დაშვება. პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ვშიშობ, რომ პუტინს არ შეუძლია და არ სურს ამ შეხვედრის ჩატარება ამ დროს.არ არის საკმარისი ნება მშვიდობისთვის. პესიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რაც შესაძლებელია ომის დასასრულებლად, ”- განაცხადა რომის პაპმა. შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე შუადღის ქადაგებისას უკრაინის ომს "კაცობრიობის საშინელი უკუსვლა" უწოდა, რის გამოც ის "იტანჯება და ტირის".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)