|
2022-05-03 11:51:21, 2124 ნახვა
ომი უკრაინაში
მედვედევი: დასასრული შეიძლება იყოს სწრაფი - ზელენსკის ჩამოახრჩობენ, ან უფრო ნელი - გადააყენებენ პრეზიდენტს, რომელმაც წააგო ომი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკის არ სჭირდება საკითხის მშვიდობიანი მოგვარება. მედვედევის თქმით, ზელენსკის არ სჭირდება სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთთან, ვინაიდან მშვიდობა მისთვის დასასრულის ტოლფასი იქნება. „დასასრული შეიძლება იყოს სწრაფი - ნაცისტების მხრიდან, რომლებიც მას ჩამოახრჩობენ, ან უფრო ნელი - კონკურენტებისგან, რომლებიც გადააყენებენ მას, როგორც პრეზიდენტს, რომელმაც წააგო ომი,“ - წერს მედვედევი Telegram-ზე. ამასთან ერთად, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ზელენსკი კვლავ გააგრძელებს ფულისა და იარაღის „მათხოვრობას“ დასავლეთისგან, რაც დაამტკიცებს, რომ ის კვლავ თამაშშია, რომ ის ლიბერალური სამყაროს იმედი და ევროპული დემოკრატიის უკანასკნელი ბასტიონია. გარდა ამისა, მედვედევის მოლოდინების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი გააგრძელებს მკვლელების გაგზავნას რუს ჟურნალისტებთან, რომელიც თავს ავლენენ, როგორც მკაცრი ლიკვიდატორი, გაწირავს მშვიდობიან მოსახლეობას. „ ის კვლავ გამოჩნდება კამერის წინ გაუპარსავი წვერით და დაიწყებს სისულელეებზე ლაპარაკს სტიმულატორების ზეგავლენის ქვეშ, ამრიგად მას არ ექნება თანამდებობაზე დარჩენის სხვა გზა, თუ რათმქაუნდა შეუნარჩუნდება თანამდებობა.“ - დასძინა მედვედევმა შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)