|
2022-05-02 18:31:58, 1446 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - არავის მოუტანია იმდენი ტკივილი დონბასისთვის, როგორიც რუსეთმა 2014 წლიდან
არავის მოუტანია იმდენი ტკივილი დონბასისთვის, როგორიც რუსეთმა 2014 წლიდან. - ამის შესახებ ინფორმაციას მიხაილო პოდოლიაკი ავრცელებს. მისივე თქმით, 2019 წელს დონბასში 27 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. " 2019 წელს დონბასში 27 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 2020 წელს - 8. 2021 წელს - 15. სრულმასშტაბიანი ომის 2 თვის შემდეგ, მხოლოდ მარიუპოლში დაღუპულთა რიცხვმა 10 000-ს მიაღწია. არავის მოუტანია იმდენი ტკივილი და მწუხარება დონბასის მაცხოვრებლებისთვის, როგორც რუსეთმა მოუტანა 2014 წლიდან და განსაკუთრებით დღეს. " - განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)