|
2022-05-02 18:27:54, 2096 ნახვა
ეკონომიკა
ჩეხეთის ეროვნულმა ბანკმა „Sberbank“-ს ლიცენზია შეუჩერა
ჩეხეთის ეროვნულმა ბანკმა „Sberbank“-ს ლიცენზია გაუუქმა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Telegram-ით ჩეხეთის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს. „აპრილის შუა რიცხვებში ჩეხეთის რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა გააუქმა Sberbank-ისთვის გაცემული ლიცენზია. კომპანიას აპელაციის შესატანად15 დღე ჰქონდა, მაგრამ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა. ჩეხეთის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საბოლოო გახდა“- აღნიშნულია განცხადებაში. ლიცენზიის გაუქმების მიზეზი 2022 წლის 25 თებერვლიდან კლიენტების წინაშე დეპოზიტების მნიშვნელოვანი გადინების გამო ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა, ახლა ბანკი ვეღარ შეძლებს დეპოზიტების მიღებას, სესხების გაცემას ან რაიმე სხვა აქტივობის განხორციელებას ჩეხეთის რესპუბლიკაში. გარდა ამისა, ჩეხეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი სასამართლოს Sberbank CZ-ის ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ მიმართავს. შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკვე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში, სავარაუდოდ „Sberbank”-იც მოხვდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)