|
2022-05-02 12:11:37, 1077 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილი საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური მისიის რეგიონულ მრჩეველს სოფლის მეურნეობის საკითხებში ფრანსუა ვიელს შეხვდა
გიორგი ხანიშვილი საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური მისიის რეგიონულ მრჩეველს სოფლის მეურნეობის საკითხებში ფრანსუა ვიელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური მისიის რეგიონულ მრჩეველს სოფლის მეურნეობის საკითხებში ფრანსუა ვიელს შეხვდა. შეხვედრაზე სურსათის უვნებლობის, ქართული ღვინის უცხოურ ბაზრებზე ცნობადობის გაზრდის, მელიორაციის და მიწის მართვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში მეცხოველეობის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების საკითხებსაც.
როგორც ფრანსუა ვიელმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს. რეგიონული მრჩევლის განცხადებით, ფრანგული მხარე მზად არის, ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების კუთხით თანამშრომლობისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)