|
2022-04-27 12:13:10, 1273 ნახვა
ეკონომიკა
მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონში 35 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ადგილზე გამოვლენილი საჭიროებების საკითხები დეტალურად განიხილეს. ამის შესახებ 9ინფორმაციას საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცბობით, მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონში 35 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება, შედეგად, დამატებით 6 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 10 ათას ჰექტარზე გაუმჯობესდება. 2022 წელს ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ზემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე დაგეგმილია: მაგისტრალური არხის მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაცია, ღვარსაშვის მოწყობა, სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელზე დახურული მილსადენის აღდგენა, მაგისტრალური არხის გვირაბის ავარიული მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია, სოფლების საკობიანო, ბაყილოვანი და მატანის გზაგამტარების რეაბილიტაცია. გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, ქვემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე შემდეგი სამუშაოები ჩატარდება: მაგისტრალურ არხზე არსებული სამთაწყაროს წყალსაგდების, ვეჯინის სწრაფმდენის, მასზე არსებული სარეგულაციო კვანძის და კალაურის ავარიული წყალსაგდების რეაბილიტაცია; მაგისტრალური არხის გამანაწილებლების რეაბილიტაცია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)