|
2022-04-26 17:07:13, 1149 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობამ „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილება მიიღო
საქართველოს მთავრობამ „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილება მიიღო. დადგენილების მიღების მიზანია საქართველოში წარმოებული სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება, რაც უზრუნველყოფს ამ პროდუქციის მაღალ ხარისხს. დადგენილებაში დეტალურად არის გაწერილი სერტიფიცირების ეტაპები, ბიზნესოპერატორის ვალდებულებები, ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდის პროცედურები, ინსპექტირების ჩატარებისა და სერტიფიკატის გაცემის პირობები. სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)