08:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-25 19:49:29, 1703 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინი - რუსეთს აქვს რესურსი ახალ რეალობაში სტაბილურად და შეუფერხებლად იმუშაოს

ყველაფერი გააკეთეთ, რათა მოქალაქეებმა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგები საკუთარ თავზე ვერ იგრძნონ. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსეთს აქვს რესურსი ახალ რეალობაში სტაბილურად და შეუფერხებლად იმუშაოს.

"ახლა ჩვენი მთავრობა რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერის მაშტაბურ ზომებზე მუშაობს და უნდა მივაღწიოთ, რომ სოციალური დახმარების მექანიზმებმა შეუფერხებლად იმუშაოს ყველა დონეზე. ვისაუბროთ, მათ შორის პენსიებისა და სოციალური დახმარების დროულად ჩარიცხვაზე, დასაქმების პროგრამების გაფართოებაზე. რუსეთის ეკონომიკას აქვს შესაძლებლობა, ახალ რეალობაში სტაბილურად და შეუფერხებლად იმუშაოს". - თქვა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. რუსეთის აგრესიას უკრაინაში ევროპისა და აშშ-ს მხრიდან მძიმე ეკონომიკური სანქციები მოყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics