|
2022-04-25 11:36:28, 1468 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა აშშ-ს გაუგზავნა ნოტა მოთხოვნით, რომ შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება
რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუგზავნა ნოტა მოთხოვნით, რომ შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ამის შესახებ რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა კრემლის მიერ კონტროლირებულ ტელეკომპანია „როსია 24“-ზე ინტერვიუში განაცხადა. დიპლომატის თქმით, შეერთებულმა შტატებმა კიევს ჯამურად 800 მილიონი დოლარის იარაღი მიაწოდა, რაც “უზარმაზარი მაჩვენებელია”, რომელიც არანაირად არ უწყობს ხელს კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტას. “გადავეცით თუ არა ნოტა, ჩვენ ხაზი გავუსვით იმ სიტუაციის მიუღებლობას, როდესაც შეერთებული შტატები უკრაინას აწვდის იარაღს, მოვითხოვთ ამ პრაქტიკის შეწყვეტას,”- განაცხადა ანტონოვმა. გარდა ამისა, 15-21 აპრილის პერიოდში, აშშ-მა უკრაინას ორჯერ გაუწია 800-800 მილიონიანი სამხედრო დახმარება. ამ მოცულობის პირველი დახმარების შემდეგ, გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცრლა ინფორმაცია, რომ რუსეთმა აშშ-ს გაუგზავნა ნოტა გაფრთხილებით, შეაჩერონ უკრაინის "უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რაც არაპროგნოზირებადი შედეგებით ემუქრება რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ 16 აპრილს დაადასტურა, რომ მოსკოვმა ნოტა გადასცა, მაგრამ მისი შინაარსი არ გაამჟღავნა. მისი თქმით, ნოტა იგზავნებოდა ყველა ქვეყანაში. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ, მოსკოვის ნოტა „ცარიელ მუქარად “მიიჩნია. ”მე არ ვაპირებ სპეკულირებას პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის ცარიელ მუქარაზე, ” - აღნიშნა ფსაკიმ. რუსეთის ხელისუფლება დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინაში იარაღის გადაცემას აკრიტიკებს. ანტონოვმა მიწოდებას "სატუმბი" უწოდა და დარწმუნებულია, რომ უკრაინაში იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი "ბანდიტების, ნაცისტების, ტერორისტებისა და კრიმინალების" ხელშია. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს გაფრთხილებას, რომ უცხოური იარაღის მქონე კოლონები მათი არმიის სამიზნე გახდება. პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ხელს არ შეუშლის რუსეთს სამხედრო ოპერაციის გამოცხადებული მიზნების მიღწევაში.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)