|
2022-04-21 17:09:00, 2514 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთმა და ირლანდიამ რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესეს
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო, ახალი სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ვებგერდზე აქვეყნებს.. „დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში პუტინის თავდასხმის განახლებისა და მარიუპოლში კრიტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განზრახ დაბომბვის შესახებ დაზვრევის ანგარიშების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა და განვითარების სახელმწიფო მდივანმა ელიზაბეტ ტრასმა დღეს გამოაცხადა სანქციების ახალი ტალღა. ასე რომ, უკრაინაში გაგრძელებული აგრესიის საპასუხოდ, ბრიტანეთის მთავრობა ახორციელებს ახალ შემაკავებელ ზომებს რუსული არმიის ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც ბრძანებებს აძლევენ საშინელი მოქმედებების ჩადენას ფრონტის ხაზზე,“ - აღნიშნულია განცხადებაში. გავრცელებულ ინფორმციაში ნათქვამია, რომ სანქციები დაწესებულია 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურის აზატბეკ ომურბეკოვის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში, რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ანდრეი სერდიუკოვის მიმართ და რუსეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ნიკოლაი ბოგდანოვსკის მიმართ. განცხადების მიხედვით, სანქცირებულთა სიაში არიან ის პირები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული რუს სამხედროებთან, მაგრამ აქტიურად უჭერდნენ მხარს უკრაინაში რუსული ჯარების უკანონო შეჭრას. მათ შორის ყოფილი სახალხო დეპუტატი ილია კივა და სს „რუსეთის რკინიგზის“ გამგეობის თავმჯდომარე ოლეგ ბელოზეროვი. სანქციები ასევე დაწესებულია კალაშნიკოვის კონცერნის, არზამასის მანქანათმშენებლობის ქარხნის, სამხედრო ინდუსტრიული კომპანიის ჰოლდინგის და სატრანსპორტო სალიზინგო კომპანიის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ მანამდე Bloomberg-მა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი სანქციების ახალ პაკეტს აწესებს რუსეთის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობა კოორდინაციას უწევს G7-ის სხვა ქვეყნებსა და ევროკავშირს. ევროკავშირმა ასევე უნდა გამოაცხადოს სანქციების შემდეგი, მეექვსე რაუნდი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)