21:34 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 13:16:51, 1130 ნახვა

ეკონომიკა
„ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო ბიზნეს რეიტინგების მიხედვით მუდმივი ლიდერის სტატუსი მესამედ მიიღო

15 აპრილს, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის  და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების მეთორმეტე  ცერემონიაზე, ქართულ ფარმაცევტულ საწარმოს "ავერსი-რაციონალს" გადაეცა საერთაშორისო ჯილდო "Leader of the Year". მუდმივი ლიდერის სტატუსი მან უკვე მესამედ მიიღო. 

„შვეიცარიულ და ნაციონალურ ბიზნეს რეიტინგებში გამარჯვება კიდევ ერთი დასტურია, იმისა, რომ ყველაფერს ხარისხიანად, მაღალ დონეზე ვაკეთებთ“, - აღნიშნა "ავერსი-რაციონალის" გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კურტანიძემ. 

მისივე თქმით, საერთაშორისო რეიტინგებზე  კომპანიების წარდგენა სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით ხდება, მაგალითად: როგორია კომპანიის წლიური ბრუნვა, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხები. ინფორმაცია  დგება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საჯარო მონაცემების მიხედვით, რაც ობიექტურ, ციფრებზე დაყრდნობილ შედეგებს უზრუნველყოფს. 

ორგანიზაცია "საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის" ხელმძღვანელმა მაკა კუტუბიძემ აღნიშნა, რომ წლევანდელ ცერემონიაზე ჯილდო გადაეცათ ქართულ და უკრაინულ წარმატებულ კომპანიებს; კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს თავიანთ სფეროში. ჯილდო მათი პროფესიონალიზმის და წარმატების დასტურია. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics