04:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 12:35:32, 1336 ნახვა

ომი უკრაინაში
სერგეი გაიდაი- რუსმა დამპყრობლემბა კრემენნაიას ათასობით მაცხოვრებელი მძევლად აიყვანეს

ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენნაიაში, ათასობით მაცხოვრებელი, რომლებმაც ქალაქიდან გასვლა ვერ მოასწრეს, ახლა დამპყრობლებმა მძევლებად აიყვანეს. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დღესვე მოხდება ხალხის ევაკუაცია და ორგანიზებული იქნება მცდელობები ხალხის გადასარჩენად რუბიჟნედას, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, პოპასნაიას და გორსკაიას ტერიტორიებიდან.

„კრემენნაიას ათასობით მაცხოვრებელს დრო არ ეყო ქალაქის დასატოვებლად და ახლა რუსების მძევლები არიან“, - განაცხადა გაიდაიმ.

.ამასთან ერთად გაიდაინ აღნიშნა ისიც, რომ ვინც არ არის თანახმა "თანამშრომლობაზე", რუსები მათ ადგილზე კლავენ, ამიტომ ხალხს შედარებით უსაფრთხო ადგილას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

„ევაკუირდით უკრაინის უსაფრთხო რეგიონებში - სადაც დაგეხმარებიან საცხოვრებლის მოძიებაში, სახელმწიფოსგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან ფინანსური დახმარების მიღებაში და სხვა ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში. ავტობუსები უკვე გელოდებათ“, - მიმართა მან ამ დასახლებების მცხოვრებლებს.

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს რუსი დამპყრობლები შევიდნენ ქალაქ კრემენნაიაში, სადაც საარტილერიო დაბომბვა 24 საათს გაგრძელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics