|
2022-04-15 13:06:28, 1495 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძემ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი წვლილისთვის წარმატებული პროკურორები დააჯილდოვა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების 2021 წლის შედეგები შეაჯამა და წარმატებული პროკურორები დააჯილდოვა. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალურმა პროკურორმა განრიდება-მედიაციის პროგრამის შედეგებზე, არასრულწლოვანთა განრიდების პროცესში პროკურატურის როლზე და პროკურატურაში არსებულ არასრულწლოვანთა განრიდების საქმეების მონიტორინგის მექანიზმზე ისაუბრა. მათივე ინფორმაციით, ირაკლი შოთაძემ ყურადღება გაამახვილა პროკურატურის მიერ განხორციელებულ კვლევით საქმიანობაზე, რომელიც პროკურატურას და პროგრამაში ჩართულ სხვა მონაწილე უწყებებს შესაძლებლობას აძლევს სწორად განისაზღვროს მათ მიერ განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებები. ასევე ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის, მულტიდისციპლინური მიდგომების გაძლიერების, აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროს გაფართოების მნიშვნელობას. "ღონისძიებაზე სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ია ჩხეიძემ განრიდება-მედიაციის პროგრამის 11 წლის შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინა. 2021 წელს პროკურორთა მიერ არასრულწლოვანთა მიმართ პრიორიტეტულად სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიებები იქნა გამოყენებული. განრიდებული და ბრალდებული არასრულწლოვნებიდან რომლებიც განრიდების კანონით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ, განრიდების ხვედრითი წილი 80%-ია. ასევე, სასამართლოდან განრიდების მიზნით არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეთა დაბრუნების მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ია, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში განმეორებითი დანაშაული არასრულწლოვანთა მხოლოდ 2-მა პროცენტმა ჩაიდინა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებას, გენერალური პროკურატურის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა 2021 წლის განმავლობაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი წვლილისთვის პროკურორები: გვანცა ტაბატაძე, შოთა ჩხაიძე, თინათინ ზუბაშვილი, ილია გელბახიანი და ხატია გოგრიჭიანი სიგელებით დააჯილდოვა." - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)