03:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 22:06:32, 1657 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ევროპული ქვეყნები, რომლებიც აგრძელებენ რუსული ნავთობის ყიდვას არიან ადამიანები რომლებიც სხვის სისხლში ფულს შოულობენ

"ევროპული ქვეყნები, რომლებიც აგრძელებენ რუსული ნავთობის ყიდვას არიან ადამიანები რომლებიც სხვის სისხლში ფულს შოულობენ ", - ამის შესახევბ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა .

ზელენსკიმ  BBC-სთან ინტერვიუში, დამატებით გამოყო ორი სახელმწიფო გერმანია და უნგრეთი, რომელიც დაადანაშაულა ენერგიის გაყიდვის ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში, საიდანაც რუსეთი წელს 250 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს .

უკრაინის პრეზიდენტის თქმით,  უკრაინის ხელმძღვანელობაში მზარდი იმედგაცრუება ჩნდება გერმანიის მიმართ, რომელიც მხარს უჭერდა ზოგიერთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ აქამდე ეწინააღმდეგებოდა მოწოდებებს, მხარი დაუჭიროს ნავთობის გაყიდვას უფრო მკაცრი ქმედებებით.

" ზოგიერთი ჩვენი მეგობარი და პარტნიორ სახელმწიფოს ესმის, რომ ახლა სხვა დროა, რომ ეს აღარ არის ბიზნესისა და ფულის საკითხი“, - განაცხადა ზელენსკიმ .

შეგახსენებთ რომ რუსეთმა უკრაინის მიმართ აგრესია, 24 თებერვალს მოსკოვის დროით დაახლოებით 04:00 საათზე დაიწყო. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა; რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები განხორციელდა უკრაინის მიმართულებით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს, რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ-მ და ევროკავშირმა მოსკოვს მკაცრი სანქციები დაუწესა. მათ შორის ქვეყანა SWIFT/დან გათიშეს. მოგვიანებით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, ნავთობის და გაზის შესყიდვაზე ემბარგო დააწესა. რუსეთის ფედერაცია 500 ზე მეტმა ბრენდმა და უცხოურმა კაპიტალმა დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics