|
2022-04-14 17:59:22, 721 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია: „2022 წლისთვის გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი პატრულირების ეკიპაჟების გაძლიერება“
„ჩვენ გვესმის, რომ ყველა ახალი რეგულაციის მიღება და პრაქტიკაში აღსრულება ვერ განხორციელდება, თუ ჩვენ არ გვექნება კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტიანი და ძლიერი სისტემა“, - განაცხადა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, დეპარტამენტის შესაძლებლობები, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ამ მიმართულებით მიმდინარე წელსაც არაერთი ღონისძიებების გატარება იგეგმება: „2022 წლისთვის გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი პატრულირების ეკიპაჟების გაძლიერება. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 82 ეკიპაჟი და დაგეგმილია ამ ციფრის 103-მდე გაზრდა. წელსვე დაგეგმილია დაახლოებით 2 მილიონი ლარის ღირებულების თანამედროვე აღჭურვილობის შეძენა, მათ შორის, დრონები, ფოტოხაფანგები რაციები და სხვა თანამედროვე ტექნიკა-მოწყობილობები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მიუხედავად, გარემოს დაცვის სფეროში კვლავ გამოწვევად რჩება ეფექტიანი აღსრულება და კონტროლი. შესაბამისად, მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში სამინისტრო წარადგენს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა მიზანი იქნება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობებისა და თანამშრომელთა სტიმულირების მექანიზმების გაძლიერება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)