|
2022-04-09 00:05:20, 1834 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონი - რუსეთმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი თვლის, რომ რუსეთმა გამოიყენა მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე დასარტყმელად. პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა გამოიყენეს SS-21 Scarab რაკეტა. SS-21 არის სახელი, რომელიც გამოიყენება ნატოს კლასიფიკაციაში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ცნობილი ტიპის რაკეტისთვის, როგორც Tochka-U. ამერიკელი სამხედრო ექსპერტები აგრძელებენ თავდასხმის ანალიზს, რათა დაადგინონ, იყო თუ არა კასეტური საბრძოლო მასალები თავდასხმაში, როგორც დღეს თვითმხილველებმა განაცხადეს. როგორც BBC იუწყება, არაერთმა დამოუკიდებელმა გამომძიებელმა, მათ შორის Amnesty International-მა უკვე განაცხადა, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები რუსული ჯარების მიერ უკრაინაში შეჭრისას "ტოჩკას -უს" გამოყენების შესახებ, მტკიცებულებები არსებობს. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ასევე თქვა, რომ რუსეთის საბრძოლო ძალა უკრაინაში მცირდება და არის სადღაც 80%-დან 85%-მდე ინვაზიამდელი დონის. პენტაგონის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს მტკიცებულება, რომ მოსკოვმა რეზერვისტების მობილიზება დაიწყო: კრემლს ომის გასაგრძელებლად 60 000-ზე მეტი ჯარისკაცი სჭირდება. პარასკევს დილით კრამატორსკში სარკინიგზო სადგურს სარაკეტო თავდასხმა მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, იქ სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ბავშვი. ასობით დაშავებულია. სადგურზე შეკრებილი ხალხი ევაკუაციის მატარებელს ელოდა. სადგურზე ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იყო. კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმაზე ადრე კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. "უკრაინის რკინიგზის სადგურის დაბომბვა არის რუსეთის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი საშინელი სისასტიკე, რომელმაც დაარტყა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობდნენ ევაკუაციას და უსაფრთხოებას“ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენისგან.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)