01:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-07 12:33:24, 1906 ნახვა

ომი უკრაინაში
დმიტრო კულება ნატო-ს: ჩემს დღის წესრიგში მხოლოდ 3 პუნქტია - იარაღი, იარაღი და იარაღი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, მიაწოდონ ყველა საჭირო იარაღი რუსეთის არმიის დასამარცხებლად.

ამის შესახებ დმიტრო კულებამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ჩამოვედი ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად და ორმხრივი შეხვედრების გასამართად მოკავშირეებთან. ჩემი დღის წესრიგი ძალიან მარტივია - მაქვს მხოლოდ სამი პუნქტი - იარაღი, იარაღი და იარაღი.

დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინის დასახმარებლად საუკეთესო გზაა უზრუნველყოფილი იყოს ყველაფერი, რაც საჭიროა პუტინის შესაკავებლად და რუსული არმიის დასამარცხებლად, რათა უკრაინის ტერიტორიაზე ომი არ გავრცელდეს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

დმიტრო კულებამ დასძინა, რომ ბოლო კვირებში უკრაინის არმიამ და მოსახლეობამ აჩვენა, რომ იციან როგორ იბრძოლონ, გაიმარჯვონ, თუმცა ყველა სახის იარაღის მუდმივი და საკმარისი მარაგის გარეშე, რასაც უკრაინული მხარე ითხოვს, გამარჯებას თან უზარმაზარი მსხვერპლი ახლავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics