00:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-05 23:00:39, 3677 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ უკრაინას Switchblade-ის დრონებს გადასცემს

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დაუყოვნებლივ გაუგზავნის Switchlade-ის უპილოტო საფრენ აპარატს. 

ოსტინის ცნობით, უკრაინაში Switberland 600 და 300 გაიგზავნება, რომელსაც, თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია, AeroVironment-ის მიხედვით, სამიზნე 40 წუთზე მეტ ხანს შეუძლია მიიზიდოს.

Switchblade-ი მსუბუქი დრონია, რომელსაც ჰაერში გაჩერება 30 წუთით შეუძლია. დრონს ხმელეთზე მყოფი ოპერატორი აკონტროლებს და მიმართულებას აძლევს, არჩევს სამიზნეს. დრონს ჭურვივით უშვებენ, სპეციალური აპარატიდან, რომელიც ყუმბარმტყორცნის მსგავსია. საფრენი აპარატი GPS-ის სისტემითაა აღჭურვილი. როდესაც ოპერატორი სამიზნეს არჩევს, დრონი მას ეჯახება და ფეთქდება. 

დრონები თავდაპირველად ბრძოლის ველზე ავღანეთში აშშ-ს სპეცდანიშნულების ძალებმა გამოცადეს. საფრენი აპარატებით მალევე შეაიარაღეს აშშ-ს არმია და საზღვაო-სახმელეთო ძალები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics