17:14 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 21:22:05, 1018 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ს.ყ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ს.ყ.-მ მომხდარი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე დაზიანება მიაყენა ტ.კ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ს.ყ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics