17:13 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 20:33:45, 929 ნახვა

სამართალი
8 წლის ბიჭს, რომელსაც ტროტუარზე მანქანა დაეჯახა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

8 წლის ბიჭს, რომელსაც თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ტროტუარზე ავტომანქანა დაეჯახა, მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

კლინიკის ინფორმაციით, ბავშვზე ოპერაციული ჩარევები ისევ მიმდინარეობს. მენჯ-ბარძაყის ფიქსაცია ჩატარდა, მუცლის ღრუზე ჩატარდა ოპერაციული ჩარევა და ასევე, ახლა უროლოგიური ოპერაცია მიმდინარეობს.

თბილისში, შარტავას ქუჩის ტროტუარზე ავტომანქანა 8 წლის ბავშვს 31 მარტის დილით დაეჯახა. ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics