02:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 14:10:16, 476 ნახვა

ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა მიმდინარეობს

კვლევის მეთოდების დამატების აუცილებლობა სურსათის ეტიკეტირების შესახებ ქვეყანაში არსებული მოთხოვნების გამკაცრებამ განაპირობა.

ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, დროულად მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის შედეგები.

სურსათის კვლევის დეპარტამენტის ზოგადი ქიმიის ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდების ნუსხას ემატება:

  • შაქრის განსაზღვრა პურ-ფუნთუშეულში და ერბოზელილ ნაწარმში;
  • შაქრის განსაზღვრა რძის შაქრიან პროდუქტებში;
  • შაქრის განსაზღვრა ფქვილოვან შაქრიან საკონდიტრო ნაწარმში;
  • შაქრის განსაზღვრა არაფქვილოვან შაქრიან საკონდიტრო ნაწარმში;
  • მარილის განსაზღვრა პურ-ფუნთუშეულში;
  • ხორცპროდუქტებში პურის შემცველობის განსაზღვრა. 

აღნიშნული მეთოდები დამუშავებულია, ჩატარებულია შიდა ლაბორატორიული კვლევები და შესულია აკრედიტაციის ნუსხაში. უახლოეს პერიოდში კი, მოხდება აკრედიტაციის მოპოვება.  

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევები აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს ISO (ისო) 17025. ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები კი ვალიდურია როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: http://sla.gov.ge/





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics