18:06 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 11:23:01, 612 ნახვა

სამართალი
საქართველოს გენპროკურორის პირველი მოადგილე გამოძიების ფედერალური ბიუროს რეგიონულ სამართლებრივ ატაშეს ანტიკორუფციულ საკითხებში სტივენ იანგს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე გამოძიების ფედერალური ბიუროს რეგიონულ სამართლებრივ ატაშეს ანტიკორუფციულ საკითხებში სტივენ იანგს შეხვდა.  - ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურატურის და  საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მათივე ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს  კორუფციულ დანაშაულზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების სფეროში საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ   ინფორმაცია მიაწოდეს.  

მხარეებმა,  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს პროკურატურის როლს, უწყებებს შორის კოორდინაციას და საერთაშორისო თანამშრომლობას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს.    

ასევე, სტუმრებმა საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს აშშ-ს კორუფციულ საქმეებზე გამოძიების ჩატარების გამოცდილება გაუზიარეს. 

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა  დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებს შორის არსებულ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ანტიკორუფციული მიმართულებით შესაძლო ერთობლივი აქტივობების თაობაზე მოსაზრებები გაცვალეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics