18:06 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 11:04:36, 737 ნახვა

სამართალი
შსს-ს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემაზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს. - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის უფლებების პროექტის მენეჯერმა, მარიამ თუთბერიძემ გახსნეს.

სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა საკონსულტაციო ჯგუფის წევრებთან ერთად განიხილეს გეგმის პროექტით გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები, განსახორციელებელი აქტივობები და მათი შესრულების ინდიკატორები.

შეხვედრის ფარგლებში, საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით რეკომენდაციები და მოსაზრებები წარმოადგინეს.

განხილვების დასრულების შემდეგ დამტკიცდება 2022 წლის სამოქმედო გეგმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics