19:04 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-18 11:09:37, 1197 ნახვა

სამართალი
გენპროკურატურის თანამშრომლებმა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის და ეუთოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და ეუთოს (OSCE) ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე: ,,კრიპტოვალუტის რეგულირება და შესაძლებლობების გაზრდა ეუთოს რეგიონში ონლაინ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში". - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალურ პროკურატურა ავრცელებს.

"შეხვედრაზე, რომელსაც პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, გაეროს წევრი ქვეყნების კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილეს ნარკოტიკებით ვაჭრობაში და ფულის გათეთრებაში კრიპტოვალუტის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები და გამოწვევები.

ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, რომლებიც კრიპტოვალუტის მოძიებისა და დაყადაღების თვალსაზრისით არსებულ წარმატებულ პრაქტიკას ასახავს.

ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამომძიებლებისა და პროკურორების  სპეციალიზაციას დანაშაულებრივი საქმიანობის პროცესში, კრიპტოვალუტის გამოვლენის და შემდგომი ჩამორთმევის მიმართულებით.

შესაბამისად, პარტნიორი ორგანიზაციებისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურა აქტიურად ახორციელებს გამომძიებლებისა და პროკურორების გადამზადებას. ახლო მომავალში იგეგმება კრიპტოვალუტის მოძიება-დაყადაღების საკითხებზე სპეციალური სახელმძღვანელო დოკუმენტის გამოცემაც." - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics