|
2022-03-15 17:23:36, 1130 ნახვა
რეგიონი
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სართიჭალაში, ახალი სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ახალი სამაცივრო მეურნეობის „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ,,ჩვენ უკვე მრავალი წელია ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის გასაძლიერებლად მხარდამჭერ სახელმწიფო პროექტებს ვახორციელებთ - იქნება ეს ბაღების გაშენების ხელშეწყობა, ერთწლოვანი კულტურების მოყვანა, სამაცივრო და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა. დღეს, სოფელ სართიჭალაში, ახალი სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ კომპანია პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში გეგმავს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად, სულ უფრო მეტი კომპანიისთვის და შესაბამისად, ქართული პროდუქციისთვის ხდება ევროპული ბაზარი ხელმისაწვდომი", - განაცხადა ოთარ შამუგიამ. კომპანია „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად ,3,8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 500,000 ლარი გრანტია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა 3 მლნ ლარს შეადგენს. შპს „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ გაერთიანებულია აგროჰოლდინგში. ჰოლდინგში შემავალი კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰექტარზე, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით, იტალიური ჯიშის 4 სახეობის სუფრის ყურძენია გაშენებული. ვენახებიდან, 2022 წლისთვის 400 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. აგროჰოლდინგი USAID-ის ხელშეწყობით სუფრის ყურძნის მოყვანისა და მისი შენახვის პირობების შესახებ რეკომენდაციებს იტალიელი სპეციალისტებისგან იღებს. აღსანიშნავია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, 86 სამაცივრო მეურნეობაა შექმნილი, თანადაფინანსება კი, 41 მლნ ლარს აღემატება.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)