04:01 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 13:52:46, 714 ნახვა

ეკონომიკა
თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 75%-ით, რეისების რაოდენობა კი 108%-ით აღდგა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა 2022 წლის დასაწყისშიც შეიმჩნევა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 75% აღდგა.  2022 წლის თებერვალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 35,549 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის თებერვალი 47,573 მგზავრი). 

პანდემიის პირობებში, მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. თებერვლის თვეში, აეროპორტში რეისების 108 % აღდგა და  170 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის თებერვალი - 157 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics