04:01 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 11:36:08, 614 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ შამუგია - ჩვენი ამოცანაა, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან კოორდინაციით განვსაზღვროთ მიმართულებები, რომლებშიც სახელმწიფოს მხარდაჭერა დარგს განსაკუთრებით სჭირდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია  ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს შეხვდა და დღეისათვის, დარგში არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილა.

„ჩვენი ამოცანაა, რეგიონში დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ღვინის ინდუსტრიის  წარმომადგენლებთან კოორდინაციით განვსაზღვროთ ის მიმართულებები, რომლებშიც სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა დარგს განსაკუთრებით სჭირდება. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით და უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული შედეგები უკვე გვაქვს. სახელმწიფოს აქვს თავისი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას და ქართული პროდუქციის საექსპორტო არეალის გაფართოებას, თუმცა ამ მიმართულებით კერძო სექტორის, მეწარმეების აქტიური ჩართულობა და როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია ერთობლივად, სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის კოორდინირებული მუშაობით მოხდეს ღვინის ინდუსტრიაში ჩართული ყველა რგოლის, მხარის ინტერესის დაცვა და გაკეთდეს მაქსიმუმი, რათა  დარგი კვლავ მყარად იდგეს ფეხზე.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალი კვირიდან, მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფების ფორმატში, სადაც განხილული იქნება როგორც  დარგში დღეს არსებული გამოწვევების დაძლევის გზები, ასევე საექსპორტო ბაზრის გაფართოების ხელშეწყობის კონკრეტული წინადადებები,  სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ფორმები, მიმართულებები  და სამომავლო გეგმები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics