|
2022-02-21 16:43:51, 854 ნახვა
ეკონომიკა
Reuters - აშშ გეგმავს კავშირების გაწყვეტას რუსულ ბანკებთან, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება
Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ გეგმავს რუსულ ბანკებთან კავშირების გაწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოამზადა რუსეთის წინააღმდეგ საქნციების საწყისი პაკეტი, რომელიც მოიცავს აშშ-ს ფინანსური ინსტიტუტების მიერ რუსეთის მთავარი ბანკებისთვის ტრანზაციების დამუშავების აკრძალვას. აღნიშნული ინფორმაცია Reuters-ს სამმა წყარომ მიაწოდა. ამასთანავე, გამოცემა წერს, რომ ზომები, რომლებიც განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მიზნად ისახავს ზიანი მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას „კორესპონდენტური“ სანაბკო ურთიერთობების შეწყვეტით რუსულ ბანკებსა და ამერიკულ ბანკებს შორის, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთაშორისო გადახდების საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საბანკო შეზღუდვები იქნება შესაძლო სანქციების პაკეტის ნაწილი, ადმინისტრაიის გეგმა საკორესპონდენტო საბანკო კავშირების შეწყვეტის შესახებ, რაც საფუძვლად უდევს გლობალური ფულის ნაკადებს, ადრეც იყო ნახსენები. წყარო ასევე აცხადებს, რომ აშშ გამოიყენებს ყველა თავის მძლავრ სანქიურ ინსტრუმენტს ზოგიერთი რუსი ფიზიკური პირისა და კომპანიის წინაარმდეგ სპეციალურად დანიშნული მოქალაქეების სიაში მოთავსებით, ფაქტობრივად, გამოდევნის მათ აშშ-ს საბანკო სისტემით, აკრძალავ მათ ვაჭრობას ამერიკელებთან და გაყინავს მათ აშშ-ს აქტივებს. თეთრმა სახლმა და ხაზინის დეპარტამენტმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. ამასთანავე, წყაროს ცნობით, პაკეტი შეიძლება შეიცვალოს ბოლო წუთამდე და გაურკვეველია, ვინ იქნება სამიზნე, თუმცა მიაჩნიათ, რომ რუსეთის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის VTB Bank (VTBR.MM), Sberbank (SBER.MM), VEB და Gazprombank, შესაძლო სამიზნეები არიან.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)