|
2022-02-18 14:24:51, 1170 ნახვა
სამართალი
5 ივლისს დაშავებული ოპერატორი მოსამართლეს - პრაქტიკულად ცხოვრება აღარ მაქვს, ჩემს საქმეს ვეღარ ვასრულებ
თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმეზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი გრძელდება. პროცესზე დღეს ჩვენება საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორმა, ილია თვალიაშვილმა მისცა, რომელსაც ბრალდებულების ძალადობის შედეგად თვალი დაუზიანდა. ილია თვალიაშვილმა დღევანდელ პროცესზე 5 ივლისს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და სასამართლოს მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ დღემდე სჭირდება წამლები და გამაყუჩებლები, საკუთარ საქმეს კი, სრულფასოვნად ვეღარ ასრულებს. „პრაქტიკულად ცხოვრება აღარ მაქვს, ამდენი წელი შევალიე ჩემს პროფესიას და ჩემს საქმეს ვეღარ ვასრულებ. არ მინდა ჩემს გამო უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჩაჯდეს, მაგრამ თუ რომელიმე მათგანს დაუდასტურდა, რასაც პროკურატურა ედავება, გთხოვთ, უმკაცრესი სასჯელი იყოს გამოყენებული ამ ადამიანების მიმართ ფაქტობრივად სახლში ვარ გამოკეტილი და სამსახურშიც თუ ვარ პრაქტიკანტის მოვალეობას ვასრულებ, პრაქტიკანტსაც არ ასაქმებენ ისე, როგორც მე ვარ დასაქმებული „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, ჩემი საქმე პრაქტიკულად საქმე არ არის. მირჩევნია სახლში ვიყო და საკუთარ თავს მივხედო, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ თავისუფალ დროს გავიდე და მეგობრებთან გავერთო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი“, - მიმართა დაზარალებულმა მოსამართლეს. დღევანდელ სხდომაზე ასევე დაიკითხნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და „მთავარი არხის“ ოპერატორი ლევან კალანდია. მათ ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ასევე საქმესთან დაკავშირებით მათთვის ცნობილ დეტალებზე მიაწოდეს სასამართლოს ინფორმაცია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)