|
2022-02-11 12:04:17, 828 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, POSTRED-ის პროექტი „ექო“ იწყება
„საქართველოს ბანკი“ საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. 12 თებერვალს, არტარეას გალერეაში (მის: დოდო აბაშიძის 10), „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, POSTRED-ის პროექტი „ექო“ დაიწყება და 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. „ექო“ აუდიო-ვიზუალური ინსტალაციაა, რომელიც ადამიანებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა. ეს არის ერთგვარი ინტერაქციული მოგზაურობა, რომელიც ჯერ არარსებულ ნაწარმოებში, პერსონაჟად გვამოგზაურებს. „ექო“ ოთახია, სადაც შესულ ადამიანს მხოლოდ სარკეებად ქცეული კედლები და მოციმციმე გამოსახულება დახვდება. მოგზაურს თან მხოლოდ პლანშეტი აქვს, რომლის ეკრანზეც ნელ-ნელა კითხვები ისახება. ყოველ კითხვაზე გაცემულ პასუხს, ოთახში გაფანტული შესაბამისი ხმები და გამოსახულება მოჰყვება. დაახლოებით ხუთწუთიანი ციფრული თავგადასავლის შემდეგ კი, ოთახიდან ინსპირაციით მოცული და შემოქმედებითად დამუხტული ადამიანი გამოდის. „ექო“ ელის ნებისმიერს, ვისაც წარმოსახვის გავარჯიშება ან, უბრალოდ, რამდენიმე წუთის ფანტასტიკურ სამყაროში გატარება სურს. „ექოს“ ოთახი ღიაა ყოველდღე: სამუშაო დღეებში 16-დან 22 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას - 13-დან 22 საათამდე. კოვიდუსაფრთხოების მიზნით, შეგიძლიათ, წინასწარ დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე projectecho.ge ან პირდაპირ ესტუმროთ არტარეას გალერეას. POSTRED-ი პოსტპროდუქციის სტუდიაა, რომელიც ადგილობრივი კინოსტუდიების გარდა, თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს კინო და ტელეკომპანიებთან (მათ შორის, Netflix, HBO, A24, Amazon Prime და სხვა). ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)