|
2022-02-02 12:25:04, 755 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, რომ ქართული ღვინის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქართული ღვინისა და ყურძნისეული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლია. წარმოების საერთაშორისო სტანდარტის დაცვა ქართული ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის და მასზე მოთხოვნის ზრდას უზრნუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ხარისხის მაქსიმალური კონტროლის მიზნით, 2021 წლის ივნისიდან, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, სერტიფიცირებული საექსპორტო ქართული ღვინის ინსპექტირებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები „SGS“ და „Bureau Veritas” გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ახორციელებენ. აღნიშნული კომპანიების მიერ, გასულ წელს 166 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა, აღებული 324 ნიმუშიდან 20-ს სერტიფიკატი გაუუქმდა. ამასთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2021 წელს განხორციელდა 50 სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული იყო 700 ნიმუში, დარღვევების რაოდენობამ 6 შეადგინა. საანგარიშო პერიოდში, ასევე განხორციელდა 41 საინსპექციო კონტროლი, აღებული იყო 116 ნიმუში, აქედან 3-ს ეთქვა უარი სერტიფიკატის გაცემაზე. საინსპექციო კონტროლო სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. 2021 წელს, საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 275 დეგუსტაცია; შემოვიდა 12 527 ნიმუში, საიდანაც 688 უარყოფითად შეფასდა.
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)