|
2022-02-02 11:41:35, 648 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2021 წელს, ქართული ღვინო მსოფლიოს 12 ქვეყანაში, 80-ზე მეტ ღონისძიებაზე იყო წარდგენილი
მსოფლიო პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ღვინის ეროვნული სააგენტო, 2021 წელს, საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიცირების, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, აქტიურ მარკეტინგული კამპანიას ახორციელებდა. - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, გასულ წელს, ქართული ღვინო, წარმოდგენილი იყო 77 დეგუსტაციაზე, 3 ფესტივალზე, 2 გამოფენასა და 2 „ქართული ღვინის ფორუმზე“ შემდეგ ქვეყნებში: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, მონაკო, შვეიცარია, გერმანია, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, აღნიშნულ ქვეყნებში გამართულ ღონისძიებებზე წარსადგენად, 5600 ბოთლამდე სადეგუსტაციო ღვინის გაგზავნა უზრუნველყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიებები გაიმართა საქართველოშიც: „ახალი ღვინის ფესტივალი 2021“, WinExpo Georgia 2021 და საფერავის მეორე საერთაშორისო კონკურსი. ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამას, ღვინის ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, 2013 წლიდან ახორციელებს. შედეგად, მთელი ამ წლების განმავლობაში, მუდმივად მზარდია ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი - 2021 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 107 მილიონი ბოთლი ღვინო, ხოლო ჯამში, ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებული იყო 400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)