|
2022-01-26 13:10:19, 905 ნახვა
ეკონომიკა
სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 იწყება
Impact Hub Tbilisi იწყებს განაცხადების მიღებას სტარტაპ პრე-აქსელერატორში, რომელიც "თიბისის" პროგრამა „სტარტაპერის“ მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს, ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას. 2022 წლის პრეაქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 20 თებერვლამდე. განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/PreAcceleratorForm. წელს პრე-აქსელერატორში 10-15 ადგილობრივი სტარტაპი ჩაერთვება, რომელთა შერჩევაც მოხდება წინასწარი განაცხადების საფუძველზე. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმელად. პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ფიზიკური შეხვედრები), გრძელდება12 კვირას (მარტი 2022 - ივნისი 2022) და შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან:
მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Growth Marketing, MVP - ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება. პრეაქსელერატორის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ: ბიზნესგეგმა/ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად. მნიშვნელოვანი თარიღები:
სტარტაპ პრე-აქსელერატორი Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ (ელენე ჟვანია და ქეთევან ებანოიძე, Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებლები, ნინუცა ნანიტაშვილი, DevRel პროგრამის მენეჯერი Google-ისთვის (EPAM), მირიან ხომერიკი, ტექნიკური პროექტების მენეჯერი, Clientela, ვასილ ჩუბინიძე, „ჟუჟუნა“ ღვინოს თანადამფუძნებელი, მარკეტერი) 2021 წელს დაფუძნდა. გუნდმა სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პირველი ნაკადის დემო დღე 2021 წლის ივნისში გაიმართა, პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა საერთო ჯამში 500 000 ლარის ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს. მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ: https://bit.ly/IHTPreAccelerator.
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)