|
2022-01-25 12:27:33, 2245 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - დღეს ვართ 5%-იან ჰოსპიტალიზაციაზე, 45%-მდე საწოლფონდი თავისუფალი რჩება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს მობილიზებული საწოლფონდის, ასევე, ბავშვების საწოლფონდის დაახლოებით 45% თავისუფალი რჩება. "ჰოსპიტალიზაციის მოსალოდნელი პროცენტი ომიკრონის შემთხვევაში ძალიან დაბალი – 1-2%-ია. ჩვენ დღეს ვართ 5%-იან ჰოსპიტალიზაციაზე და ამ პირობებში, დაახლოებით, 45% მობილიზებული საწოლფონდის თავისუფალია. დღეს გამოვლენილი 15 000 შემთხვევიდან, შესაძლებელია, კიდევ ერთი ამდენი ისედაც იყოს, რომელიც არის უსიმპტომო და მიმდინარეობს ძალიან მსუბუქად, ისე რომ პირი ამას ვერც ამჩნევს. რთული სათმელია, შესაძლებელია იყოს შემთხვევების მატება, შესაძლებელია დავრჩეთ 15 000-ზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ეტაპზე, არა მხოლოდ ჰოსპიტალიზაციაზე ვისაუბროთ, არამედ ბინაზე პაციენტის მართვის შესაძლებლობებზე, რაც ქვეყანას საკმაოდ კარგი აქვს. კიდევ მეტად გაძლიერდება საკომუნიკაციო კამპანია და პაციენტებთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ თავად როგორ უნდა მოიქცნენ თუ ბინაზე რჩებიან და მათი მდგომარეობა არ საჭიროებს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას." -განაცხადა თამარ გაბუნიამ. დღეს ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 075 154.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)