|
2022-01-18 12:05:50, 2375 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე – არ უნდა გავთამამდეთ და ვთქვათ, რომ „ომიკრონია“, გადავიტან როგორც სურდოს, ისიც იწვევს გართულებას
შემთხვევების ზრდა გვექნება, ამის დამალვა არ შეიძლება და ვერც დამალავ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. გამყრელიძის თქმით, არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონს“ გადავიტანთ, როგორც სურდოს, რადგან აღნიშნული შტამიც იწვევს გართულებებსა და დამძიმებას. „ჩვენთან 1 254 შემთხვევაზე დაახლოებით 17-20 პროცენტი გვაქვს რეინფიცირება, ანუ ადამიანი იყო ინფიცირებული „დელტათი“, მერე დაინფიცირდა „ომიკრონით“. ამიტომ ის გვერდს უვლის „დელტას“ და ხდება ინფიცირება. ხაზს ვუსვამ, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული ინფიცირება დიდი ალბათობით გახლავთ შედარებით მსუბუქი, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონია“ ახლა, გადავიტან მას როგორც სურდოს. არა – „ომიკრონიც“ იწვევს გართულებას, დამძიმებას. ამიტომ ჯობია, რომ არ შეგხვდეთ „ომიკრონი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)