|
2022-01-11 15:27:27, 4504 ნახვა
ომი უკრაინაში
Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი - კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა მარტში მზად იქნება
Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა აცხადებს, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის საწინააღმდეგო ვაქცინა მარტში იქნება მზად. როგორც ბურლამ ტელეკომპანია CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, დოზების წარმოება უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, აღნიშნული ვაქცინა სხვა ამ დრომდე არსებული შტამების წინაღმდეგაც იქნება ეფექტური. ამასთანავე, ბურლამ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია რამდენად აუცილებელი იქნება ზემოხსენებული ვაქცინის გამოყენება და როგორ მოხდება მისი მოხმარება, თუმცა კომპანიას დოზები მზად ექნება, რადგან სხვადასხვა ქვეყნების მის მიღებას გამოსვლისთანავე ელოდებიან. „იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც გვაქვს მიზნად. შევქმნით ისეთ ვაქცინას, რომელიც ინფექციების გავრცელების წინააღმდეგაც ეფექტური იქნება, რადგან ჰოსპიტალიზაციისა და გართულებების წინააღმდეგ მესამე დოზით აცრის შემთხვევაში უკვე არსებული ვაქცინებიც ეფექტური“, - განაცხადა „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)