|
2022-01-11 12:34:51, 2722 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - შეიძლება ითქვას, რომ მეექვსე ტალღის აღმავალ ნიშნულზე ვართ
შეიძლება ითქვას, რომ მეექვსე ტალღის აღმავალ ნიშნულზე ვართ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში თანდათან „ომიკრონის“ ცირკულირება ძლიერდება და მოსალოდნელია შემთხვევების რაოდენობის ზრდა. „შეიძლება ითქვას, რომ მეექვსე ტალღის აღმავალ ნიშნულზე ვართ. თანდათან ძლიერდება ახალი შტამის ცირკულაცია ქვეყანაში. ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ გადავხედეთ ყველა მონაცემს, რომელიც ლაბორატორიულადაა დადასტურებული და ვიანგარიშეთ საეჭვო შემთხვევებიდან რამდენი დასტურდება „ომიკრონზე“ და იმის მიხედვით ჩამოვყალიბდით, რომ დღევანდელი ომიკრონის ცირკულაციის პროცენტი დადებით შემთხვევებში არის დაახლოებით 45%-ის ფარგლებში, 30% არის რეგიონებში და 60% არის თბილისში. რაც მთავარია, ის არის მზარდი და საკმაოდ სწრაფად მზარდი. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)