|
2022-01-04 14:04:59, 3027 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია – კლინიკური სექტორი მობილიზებულია, საწოლების 50%–მდე თავისუფალია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი 2 000 შემთხვევაა, რაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე წინა კვირებში, თუმცა საკმაოდ საყურადღებო მაჩვენებელია. „საახალწლო დღეებთან დაკავშირებით ტესტების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო. აქედან გამომდინარე დაგროვდა შემთხვევები, რომელიც გამოუვლენელი დარჩა და დღეს 3000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 7 დღის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი 2000 შემთხვევა არის, რაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე წინა კვირებში. რა თქმა უნდა, საკმაოდ საყურადღებო მაჩვენებელია. ამას კიდევ უფრო საყურადღებოს ხდის ის გარემოება, რომ მოსალოდნელია „ომიკრონის“ შემთხვევების მატება. დღეისთვის დადასტურებულია 148 შემთხვევა“,- აღნიშნავს გაბუნია. ამასთანავე, გაბუნიამ „ომიკრონ“ შტამზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ ეფექტურია ვაქცინა, განსაკუთრებით კი, „ბუსტერ“ დოზა. როგორც გაბუნიამ განმარტა, დღეისთვის კლინიკური სექტორის დატვირთვა მაღალი არ არის, ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახალი მედიკამენტების დანერგვაზე. „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინა კვლავაც იცავს. განსაკუთრებით, „ბუსტერი“. ამდენად, ვაქცინაციის პროგრამაში ჩართულობა და მონაწილეობა მნიშვნელოვანია. კლინიკური სექტორი მობილიზებული რჩება. დღეისთვის მაღალი დატვირთვა არ არის. საწოლების თითქმის 50% თავისუფალია. აქედან გამომდინარე, თუ საჭირო გახდება დამატებითი ნაკადის მართვა, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს ამის შესაძლებლობა აქვს. კლინიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს. ყოველდღე იმართება შეხვედრები სამინისტროს ხელმძღვანელობასა და კლინიცისტებს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ვნახოთ დამატებით, რა რესურსის მობილიზებაა საჭირო. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახალი მედიკამენტების დანერგვაზე. იმ პროცესების გამართვაზე, რაც დღეს ჰოსპიტალს სჭირდება, რომ დიდი ნაკადები მართონ“,- განმარტავს გაბუნია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)