|
2021-12-27 16:44:53, 689 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობამ კაკლისა და ნუშის შესახებ ტექნიკური რეგლამენტები დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კაკლისა და ნუშის შესახებ ტექნიკური რეგლამენტები დაამტკიცა. რეგლამენტები, რომლებიც ძალაში 2022 წლის პირველი ივნისიდან შევა, ექსპორტისათვის განკუთვნილი გაუტეხავი კაკლის/კაკლის გულის და გაუტეხავი ნუშის/ნუშის გულის და ბლანშირებული ნუშის გულის რეგულირების პრინციპებს განსაზღვრას. ტექნიკური რეგლამენტები ასევე მოიცავს მოთხოვნებს პროდუქციის უვნებლობის და ხარისხის მიმართ, შესაბამისობის შეფასების პროცედურებს და ჰიგიენის მოთხოვნებს ბიზნესოპერატორებისთვის. რეგლამენტებში ცალ-ცალკე და დეტალურად არის გაწერილი მოთხოვნები გაუტეხავი კაკალისა/კაკლის გულის და გაუტეხავის ნუშის/ნუშის გულის/ბლანშირებული ნუშის გულის მიმართ. დამტკიცებული რეგლამენეტების თანახმად, ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია კაკლის/ნუშის წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და დისტრიბუციასთან და ექსპორტთან, ვალდებულია, დაიცვას „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესით“ განსაზღვრული მოთხოვნები და დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ რეგალამენტები მომზადდა ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)