13:38 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-21 13:58:06, 1045 ნახვა

ეკონომიკა
19 დეკემბრის მონაცემებით საქართველოდან 15.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მანდარინია ექსპორტირებული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 სექტემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 31.9 ათასი  ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 15.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 34%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 37%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (22 267 ტონა), სომხეთში (5 254 ტონა),  უკრაინაში (3 138 ტონა), მოლდოვაში (443 ტონა), ყაზახეთში (281 ტონა), სლოვენიაში (172 ტონა), ბელორუსში (140 ტონა), ესტონეთში (83 ტონა), ყირგიზეში (80 ტონა), და სხვა ქვეყნებში (78 ტონა)





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics