|
2021-12-21 10:57:05, 557 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა „თიბისი“ საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში. „თიბისიმ“ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაცქიების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები. "2021 წლის განმავლობაში, აქტიურად ვაგრძელებდით ჩვენი პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერას საერთაშორისო ოპერაციების ფარგლებში. პროცესის წარმატებას ჩვენი გუნდის წევრების ექსპერტული გამოცდილება, თიბისის ციფრული შესაძლებლობები და მსოფლიოს ყველა მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტთან ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობა განაპირობებს. თიბისის პორტფელი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, დაახლოებით 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს და 1000-ზე მეტ მსხვილ, მცირე თუ საშუალო ბიზნესსა და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს. ვაჭრობის დაფინანსება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. აღნიშნული ჯილდო კი კიდევ ერთი დასტურია, რომ ამ სფეროში, თიბისი ლიდერი ბანკია, რომელიც ყველაზე მსხვილი კაპიტალის მოცულობით, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას უზრუნველყოფს", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. "ვაჭრობის დაფინანსების სექტორი კვლავაც განიცდის Covid 19-ის პანდემიის გავლენას და პროვაიდერები ჯერ კიდევ ცდილობენ ახალ რეალობაზე მორგებას. ჩვენი ყოველწლიური ჯილდოს გამარჯვებულები ის ფინანსური ინსტიტუტები არიან, რომლებმაც წარმატებით მოახერხეს ამ გამოწვევებზე რეაგირება და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული, საუკეთესო მომსახურების შეთავაზება", - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებს. წლების განმავლობაში, „თიბისის“ გამოცემისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)