|
2021-12-17 18:37:11, 794 ნახვა
სამართალი
რატი ბრეგაძე - საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწების რეგისტრაციის საკითხი ბევრად უფრო ეფექტიანად იქნება მოწესრიგებული
საქართველოს პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწების რეგისტრაციის პროცესზე ისაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, 2022 წლიდან საქართველოს მასშტაბით მიწების რეგისტრაციის პროცესი სისტემური წესით განხორციელდება, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებსაც მოიცავს. „განცხადებები ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან შემოდის სპორადული წესით, რის გამოც 116 სოფლიდან მიწები რეგისტრირებულია მხოლოდ 38-ში. როგორც მოგახსენეთ, 2022 წლიდან ჩვენ მთელ საქართველოში შევდივართ სისტემური წესით, შესაბამისად, ყველა ეს საკითხი, რომელიც უკავშირდებოდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მიწების რეგისტრაციას სისტემური წესით ბევრად უფრო ეფექტიანად იქნება მოწესრიგებული", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)