00:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-11 10:28:50, 897 ნახვა

სამართალი
ქობულეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ქალაქ ქობულეთში, მოქალაქეს, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, სპეციალურად მოწყობილ, დახურული ტიპის შენობა-ნაგებობაში ჰქონდა განთავსებული.

მათივე ინფორმაციით, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქრო დალუქეს.

"ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.    

2021 წლის ნოემბრის თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით,  6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქროს დემონტაჟი განხორციელდა. ამავე პერიოდში, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 6 ფაქტი და 1 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics